ანტონ ობოლაშვილი - ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუმცა ქარხნის თანამშრომლების უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, მოლაპარაკების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ
ანტონ ობოლაშვილი - ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუმცა ქარხნის თანამშრომლების უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, მოლაპარაკების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ

ბორჯომში მიმდინარე აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მივიდა და გაფიცულების მოთხოვნებს ეცნობა.

როგორც ობოლაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებსა და ქარხნის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგეს.

ამასთან, ობოლაშვილის თქმით, ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუმცა ამასთან ერთად, თანამშრომლების უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

„უნდა შედგეს მოლაპარაკება. ეს არის უმთავრესი. ბიზნესმა უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუმცა, ამავდროულად მოსახლეობის და თანამშრომლების უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ასევე შეხვედრა მექნება ქარხნის ხელმძღვანელობასთან. რა ფორმითაც მეკუთვნის მაჟორიტარ დეპუტატს, ყველაფერს გავაკეთებ, რათა შევძლოთ მოლაპარაკების მიღწევა“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა, აქციას მართავენ. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

 

დატოვე კომენტარი