სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

საბჭოში დეტალურად იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის, მხარის მასშტაბით დასუფთავებისა და უსახურ შენობებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამსახურში გაწვევის მდგომარეობის, უპატრონო ძაღლების, პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა და საზაფხულო საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ.

სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 9 მაისსა და 26 მაისს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს.

აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.

დებულების თანახმად, საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიმართა.