სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ადიგენში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ადიგენში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი და ცოცხალი ძალა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. ამასთან, მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის დასადგენად მუშაობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სოფელი გომარო და შოყა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.