სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, დაბა ბაკურიანში აბონენტების 90 პროცენტს წყალი უწყვეტად მიეწოდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, დაბა ბაკურიანში აბონენტების 90 პროცენტს წყალი უწყვეტად მიეწოდება

დაბა ბაკურიანში აბონენტების 90 პროცენტს სასმელი წყალი 24-საათიანი რეჟიმით უკვე მიეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური და ერთობლივი მუშაობით ხდება პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრა.

„დაბა ბაკურიანში აბონენტების 90 პროცენტს სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში სრულად უკვე მიეწოდება. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დარჩენილი 10 პროცენტისთვის წყალმომარაგების სრულყოფილად აღდგენისათვის. მათგან ნაწილი წყალს გრაფიკით იღებდა, ნაწილი კი, წყალმზიდებით მარაგდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინტენსიური და უწყვეტი სამუშაოების შედეგად სავარაუდოდ დღეს, ღამის განმავლობაში დამთავრდება სამუშაოები, რომლის შედეგად შეივსება რეზერვუარები, საიდანაც მარაგდება ბაკურიანი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური და ერთობლივი მუშაობით ხდება პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრა“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.