სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის ექვსივე საარჩევნო ოლქში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლის 10 403 ხმა მიიღო, 69.52 პროცენტი; ახალციხეში 11 662 ხმა, 55.92 პროცენტი; ადიგენში – 6 002 ხმა, 58.61 პროცენტი; ასპინძაში – 4 248 ხმა, 64.95 პროცენტი; ახალქალაქი – 12 446 ხმა, 63.66 პროცენტი; ნინოწმინდა – 7 572 ხმა, 64.07 პროცენტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში გუშინ გაიმართა.