სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ
სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ

სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც სამბოში ევროპის ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ

სამბოში ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ ხიხონში გაიმართა. საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონები – თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.) მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) და ელენე ქებაძე (80+ კგ.) გახდნენ. სამივე სამბისტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. მეორე საპრიზო ადგილებზე – ნინო ოძელაშვილი (80 კგ.) და ბექა ბერძენიშვილი (100+ კგ.), ხოლო მესამეზე ლევან ბერბერაშვილი (52 კგ.) და ირაკლი კუპატაძე (57 კგ.) გავიდნენ.