„სამართლიანი არჩევნები“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს
„სამართლიანი არჩევნები“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძემ პირველ არხს განუცხადა, ანგარიში მოიცავს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს. ანგარიშში ასევე შეფასებულია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის სხვა ძირითადი ფაქტორების საქმიანობა.

მიხეილ ბენიძის თქმით, გარკვეული პრობლემები არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. შეხვედრაზე ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკუთარ რეკომენდაციებსაც წარმოადგენს.

„საუბარი იქნება თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა გახდეს უფრო მეტად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ვფიქრობთ, უნდა შემცირდეს კომისიის წევრთა რაოდენობა. გარდა ამისა, უნდა დაზუსტდეს საარჩევნო კანონმდებლობაში განსაკუთრებით დავებთან დაკავშირებული გარკვეული ნორმები“, – განცხადა მიხეილ ბენიძემ.