სამართალდამცველთა ოპერაცია ვარკეთილში - დაკავებულია ერთი პირი [ფოტო]
სამართალდამცველთა ოპერაცია ვარკეთილში - დაკავებულია ერთი პირი [ფოტო]

ვარკეთილის მესამე მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად დაკავებულია მამაკაცი, რომელიც საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ  ისროდა.

ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან, რომელიც არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.

უწყების ცნობით, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.