სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

18:09, 01.07.2021

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი, სამართალდამცველებსა და ადგილზე შეკრებილ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ადგილამდე მისვლას ცდილობენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილებმა კვერცხები და ქვები ისროლეს იმ მიმართულებით, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ღონისძიებისთვის ემზადებიან.

ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი შემადგენლობები მივიდნენ.

მსგავსი