სამართალდამცველებმა წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის რვა მოქალაქე შეიყვანეს
სამართალდამცველებმა წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის რვა მოქალაქე შეიყვანეს

 

წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა იძულების წესით რვა მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით ისინი სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან.

გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის წყალტუბოს კარანტინში 121 მოქალაქეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.