სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი

10:56, 15.05.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები.

„ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი