სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11:01, 01.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობაში ბრალდებული ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი