სამართალდამცველებმა კახეთში 1 337 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი

10:39, 18.09.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული ლ.მ., 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ., 2003 წელს დაბადებული ხ.ს. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ. ჩ.

„დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვა-მოყვანასა და  კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი  მცენარე „კანაფს“,   საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.

სამართალდამცველებმა  სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ 1 337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  გამომშრალი „მარიხუანა“ და „მარიხუანის“ დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი