სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავეს

10:54, 26.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი