სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.