სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ერთი პირი

10:14, 19.11.2025

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი