სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

11:10, 10.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე, ასევე 89 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი