სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი

10:56, 22.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, ორი პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი