სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

10:28, 13.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, ასევე 50 გრამამდე წონის და 48 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.

სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი