სამართალდამცველებმა ბრიუსელში, ავტოშოუზე 185 გარემოსდამცველი დააკავეს
სამართალდამცველებმა ბრიუსელში, ავტოშოუზე 185 გარემოსდამცველი დააკავეს

ბრიუსელში, ავტოშოუზე სამართალდამცველებმა 185 გარემოსდამცველი დააკავეს. გარემოსდამცველები CO2 -ს გამონაბოლქვით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო, ავტოინდუსტრიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.

​დაჯგუფების „გადაშენების წინააღმდეგ აჯანყების“ პრესსპიკერის, კრისტოფ მაიერჰანსის განცხადებით, მათი სამიზნე საავტომობილო ინდუსტრია იმ მიზეზით გახდა, რათა ავტომწარმოებლები „მეტი ავტომობილის გასაყიდად ბევრ ტყუილს ამბობენ“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, დემონსტრაციის მონაწილეებმა პავილიონის შესასვლელთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი კვლავ პოლიცის საშუალებით დაშალეს.

ავტოშოუს ორგანიზატორების ინფორმაციით, 10-დღიანი გამოფენის ფარგლებში 500 ათასამდე ვიზიტორს ელოდებიან. ეს ყველაზე მასშტაბური გამოფენაა ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი