ბერლინში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა
ბერლინში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

გერმანელმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში, ბერლინში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და ობიექტზე ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება გასული წლის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტის, ტუნისელი ანის ამრის გარემოცვიდან საფრთხის შემცველი ისლამისტების გამოსავლენად მიმდინარეობს.

ბერლინის ცენტრში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი 2016 წლის დეკემბერში შევარდა. ინციდენტის შედეგად, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ ტერაქტად შეაფასა, 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. სატვირთოს მძღოლი, 24 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ მოგვიანებით მილანში, ორმხრივი სროლის დროს მოკლა.