სამართალდამცველებმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე დააკავეს
სამართალდამცველებმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.