სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა  ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდ ოდენობით, 1 107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო.

„პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტროსასწორები და  პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.