მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია
მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია

სამართალდამცველების ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია.

ამის მიზეზი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრაა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.