სამართალდამცველები პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
სამართალდამცველები პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

შსს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად და მოუწოდებენ მათ, მოარიდონ ბავშვები, ქალები და მოხუცები ტერიტორიას.

მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

პერიოდულად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს და მოუწოდეს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ღონისძიებებს.