სამართალდამცველები ხმოვანი სიგნალით აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, უკან დაიხიონ და არ მიმართონ ძალადობრივ ქმედებებს

00:20, 30.11.2024

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა.

პიროტექნიკასთან ერთად, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.

ამასთან, პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია და სამართალდამცავთა დანაყოფებს აქვთ დაკავებული. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან იმყოფებიან.

პარალელურად, პოლიცია აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს, რომ უკან დაიხიონ, არ მიმართონ ძალადობრივ ქმედებებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებენ საპოლიციო საშუალებებს.

მსგავსი