სამართალდამცველები ცესკო-სთან შეკრებილებს აფრთხილებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებენ

22:42, 08.11.2020

სამართალდამცველები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

სპეციალური ტექნიკიდან აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ ტერიტორიას თუ არ დატოვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გამოყენებული.

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი ცოტა ხნის წინ გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვროდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირისა და პოლიციის კორდონის გარღვევა დაიწყეს.

მსგავსი