სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა

13:32, 30.04.2026

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა დღეს მოაწერა ხელი.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. საკადრო ცვლილების თანახმად, სუს-ის უფროსის თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე 28 აპრილს დაამტკიცა.

მსგავსი