სამ დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება
სამ დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, სამ დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მერი ხუფენია, გელა ხუფენია და გელა კაკალაშვილი კანონიერად ფლობდნენ რამდენიმე ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რაც მოგვიანებით, პროკურატურის თქმით, ხელისუფლების ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა. ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 158 პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი