სალონიკში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
სალონიკში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში, სალონიკში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის თქმით, დაახლოებით 15 ათასამდე დემონსტრანტმა იმ ადგილას მისვლა სცადა, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იგეგმებოდა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით.

დემონსტრანტებმა სამართალდამცავთა მიმართულებით ცეცხლმოკიდებული ნივთები ისროლეს, რის გამოც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საბერძნეთში ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასწავლებლებისთვის და სხვა პროფესიის წარმომადგენელთათვის სავალდებულო გახადა. ამ დროისთვის საბერძნეთის მოსახლეობის 55 პროცენტია სრულად აცრილი, 59 პროცენტს კი, აცრის ერთი დოზა აქვს გაკეთებული.