სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში მიღებაზე უმასპინძლეს
სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში მიღებაზე უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში (Ifri) საზეიმო მიღებას დაესწრო.

საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში გამართული მიღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტს, Ifri-ს გულთბილი მიღებისთვის.

მე ამ გაერთიანების წევრი ვარ მისი დაფუძნების დღიდან და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ამ რანგის ინსტიტუციისა და წევრი ექსპერტების მხარდაჭერა ნებისმიერი ქვეყნისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.