სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გორში აქციით დახვდნენ
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გორში აქციით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გორში, სადაც პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ცენტრალურ მოედანზე  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პლაკატებით შეიკრიბნენ.

ნაძვის ხესთან მისვლის საშუალება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და გორის თეატრის მსახიობები,  გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.