სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში მოქალაქეთა ჯგუფი აქციით დახვდა
სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში მოქალაქეთა ჯგუფი აქციით დახვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი ტრანსპარანტებით – „მოღალატე“, „არც ერთი ხმა მოღალატეს“, „აფხაზეთი ჩვენია, განგრენა შენ ხარ!“ დახვდნენ.

ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები, რომლებიც ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ, აცხადებენ, რომ მისი შეხედულებები მოსახლეობისთვის მიუღებელია.

„მან თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას. შეხვედრაზე დასწრების სურვილიც გვქონდა და დარბაზში არ შეგვიშვეს. გვინდოდა, მისთვის შეკითხვების დასმა, თუმცა მისმა მომხრეებმა არც ამის საშუალება მოგვცეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბაჩო ახალაძემ, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებთან კავშირი უარყო.

თეატრში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ნაწილი ჩაბნელებულ დარბაზში გაიმართა, თუმცა მოგვიანებით, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.