საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ტალინში ნიკო ფიროსმანის გამოფენა დაათვალიერეს
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ტალინში ნიკო ფიროსმანის გამოფენა დაათვალიერეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად ტალინში, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა.

ფიროსმანის გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით 22 მარტს გაიხსნა.

წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად გამოიფინა საზღვარგარეთ.

ფიროსმანის გამოფენა მიკელის მუზეუმში 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.