სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

პრეზიდენტის სასახლეში სადილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ასევე, ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს.

სადილს ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.