სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს, 2022 წლის პირველ იანვრამდე დაამტკიცონ ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი.