სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თამაზ ტყემალაძეს მისი ნაყოფიერი საქმიანობისა და მრავალფეროვანი ნაშრომებისათვის.

„თქვენი გრძელი კარიერა და საინტერესო გზა ჟურნალისტიკაში მაგალითია ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ თქვენნაირი ჟურნალისტები სჭირდება, ვინც იცის საკუთარი ქვეყანა, მისი ისტორია, მწერლობა, შეუძლია გადასცეს საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდებს და გაუზიაროს მათ რას ნიშნავს ქართული კულტურა. იმედი მაქვს, რომ თქვენი მაგალითით და თქვენი ასეთი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი აღიარებით ვაჩვენებთ ახალგაზრდებს, რომ არსებობს ჟურნალისტიკის ძალიან საინტერესო გზა – იყო საკუთარი ქვეყნის მემატიანე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.