სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 40 ათასი ლარით დააფინანსა
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 40 ათასი ლარით დააფინანსა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო კომპანია 40 ათასი ლარით დააფინანსა.

ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის ფინანსური ანგარიში, რომელიც 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ზურაბიშვილს ჯამში 109 021 ლარის ფულადი და არაფულადი შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 50 ათასი ლარის ვახტანგ ლაღიძისგან, რომელიც სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს დირექტორია.