სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში 91.78%-ით გაიმარჯვა
სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში 91.78%-ით გაიმარჯვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი უპირატესობით, 91.78%-ით გაიმარჯვა (24 810) ხმა, გრიგოლ ვაშაძეს კი საჩხერეში ამომრჩეველთა 8.22%-მა დაუჭირა მხარი (2221 ხმა).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საჩხერეში 57 უბნიდან ყველა უბნის მონაცემები დათვლილია.

ამასთან, საარჩევნო უბნების 99.7%-ში დათვლილი ხმების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.