სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა

12:08, 10.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ქუთაისში გამართავს შეხვედრებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დღესვე პრეზიდენტი ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნობა, დღის ბოლოს კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივა და სტუდენტებს შეხვდება.

გუშინ სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში იმყოფებოდა.

მსგავსი