სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იუბილე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იუბილე მიულოცა

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ბევრი ისურვებდა ამ ღონისძიებაზე ყოფნას და დიდი სიხარულის გაზიარებას, რაც არის პატრიარქის დაბადების დღე, ასევე, მადლობის თქმას მისი ღვაწლისთვის ქვეყნის წინაშე.

„თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მამა და ამით იმსახურებთ მთელი ქვეყნის სიყვარულს. მაქვს ძალიან დიდი ბედნიერება და პატივი, რომ შემიძლია გამოვხატო თქვენ მიმართ ეს სიყვარული, პატივი და მადლიერება.

გილოცავთ დაბადების დღეს, მრავლჟამიერ, ძალიან დიდხანს იყავით ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს.