სალომე ზურაბიშვილმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
სალომე ზურაბიშვილმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.