სალომე ზურაბიშვილმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, ჰარლემ დეზირს შეხვდა, რომელიც თბილისს ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დეზინფორმაციის გავლენებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, მედიის პლურალიზმის მხარდაჭერის, საზოგადოების პოლარიზაციის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის თემებს.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.