სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა
სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა დაშავებულები გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. აქციაზე დაშავებულ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს ოფთალმოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები წარმატებით ჩაუტარდათ.

პრეზიდენტმა მოქალაქეებზე ზრუნვისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს.