სალომე ზურაბიშვილმა კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, კარლ ჰარცელმა პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.

„ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად.

საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.