სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს დატოვების შესახებ ანა დოლიძის განცხადება მიიღო და ახალი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს დატოვების შესახებ ანა დოლიძის განცხადება მიიღო და ახალი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის განკარგულებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, – აღნიშნავენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დატოვე კომენტარი