სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

01:35, 23.02.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით ორის წინააღმდეგ გამოუცხადა.

მსგავსი