პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით ორის წინააღმდეგ გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის  თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გახდა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

დატოვე კომენტარი