სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში, ანტონიუ გუტერეშთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე დააყენა.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტეირიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა უკანონო გატაცებებს.