სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელება უსურვა
სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ ამას გავივლით სოლიდარობით. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი და პირველი ლედი მელანი ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდენენ.